saqarTvelos mdinareebi - fsircxa

 

სინონიმი: ანაკოფიისწყალი.

მდინარე აფხაზეთში გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სათავეს იღებს ახალი ათონის ჩრდილოეთ განაპირას კარსტული წყაროებიდან. წარმოადგენს ახალი ათონის მღვიმის ჰიდროდინამიკური სისტემის ზედაპირულ გაგრძელებას. საზრდოობს უმთავრესად გუმიშხის მასივის კარსტული წყლებით. სიგრძე 1,5 კმ. ფაქტობრივი წყალშემკრები, ანუ მიწისქვეშა აუზი (63 კმ²) ბევრად აღემატება ტოპოგრაფიულ აუზს (4 კმ²). გამოყენებულია ახალი ათონის წყალმომარაგებისათვის.